მნიშვნელოვანი სიახლეები
„ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასი მოიგო (+ვიდეო)

„ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასი მოიგო (+ვიდეო)

საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასისათვის ორ მატჩიან დაპირისპირებაში „სევილია“  დაამარცხა.

მეორე მატჩი 18 აგვისტოს ბარსელონაში ანგარიშით 3:0 მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. გოლები გაიტანეს არდა ტურანი (ორჯერ) და ლაიონელ მესი.

 პირველი მატჩიც „ბარსელონა“-მ მოიგო 2:0-ზე.

ესპანეთის სუპერთასი ყოველი სეზონის წინ თამაშდება.

წესით სუპერთასი ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის თამაშდება, მაგრამ 2015-2016 წლების სეზონში „ბარსელონამ“ ორივე პრიზი მოიპოვა. ამიტომაც მისი მეტოქე „სევილია“ გახდა, რომელმაც თასის ფინალში ითამაშა.