მნიშვნელოვანი სიახლეები
ექვსი ერის თასი იწყება

ექვსი ერის თასი იწყება

მისი პირველი სახელი - შიდა ერების თასი იყო. მეორე  -  ხუთი ერის თასი. 2000 წლიდან ექვსი ერის თასი ეწოდება. ძველი სამყაროს რაგბის უძლიერესი გუნდების მომდევნო ტურნირი შაბათს იხსნება. პირველ ტურში თასის მფლობელი ინგლისი საფრანგეთს მიიღებს. ინგლისი ამ შეხვედრის ფავორიტად ითვლება. წინა ტურნირზე „წითელმა ვარდებმა“ ყველა მატჩი მოიგეს. ედი ჯონსის შეგირდების აქტივში ზედიზედ 14 გამარჯვებაა და ამიტომაც მათი მწვრთნელი შარშანდელი წარმატების გამეორებას იმედოვნებს.

საფრანგეთის ნაკრებს სპეციალისტები  შოტლანდიის გვერდით ათავსებენ და იმავდროულად ირლანდიასა და უელსს ამჯობინებენ. ტრადიციული აუტსაიდერი იტალიის ნაკრებია.

წელს ექვსი ერის თასზე პირველად გამოიყენებენ  ბონუს ქულების დარიცხვის წესს. ახალი რეგლამენტი შეტევითი მოქმედების სტიმულატორად ითვლება. ქულების მოპოვების შანსი წაგებულ გუნდსაც კი აქვს.

  პირველ ტურში ინგლის-საფრანგეთის გარდა შოტლანდია-ირლანდიის მატჩიც გაიმართება. კვირას კი იტალია და უელსი შეერკინებიან ერთმანეთს.