მნიშვნელოვანი სიახლეები
ესპანეთის სასამართლომ ლიონელ მესის პატიმრობა ჯარიმით შეუცვალა

ესპანეთის სასამართლომ ლიონელ მესის პატიმრობა ჯარიმით შეუცვალა

ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ არგენტინის ნაკრებისა და კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელს ლიონელ მესის 21 თვიანი პატიმრობა ფულადი ჯარიმით შეუცვალა. ფეხბურთელს ეს სასჯელი გადასახადების დაფარვისათვის ემუქრებოდა.

 როგორც პრესა იუწყება ფეხბურთელი 255 ათის ევროს გადახდა მოუწევს. მანამდე მან ამ საქმეზე 2 მილიონი ევრო უკვე გადაიხადა.

2016 წლის ივლისში „ბარსელონას“ მოთამაშეს და მის მამას ხორხე ორასიო მესის 21 თვიანი პატიმკრობა შეეფარდათ.  მაისში სასამართლომ ეს ვადა 15 თვემდე შეამცირა და ფეხბურთელს ამასთან ერთად 2 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

 ესპანეთში როგორც წესი ორ წლამდე სასჯელს ციხეში არ იხდიან და ისინი პირობით სასჯელად ითვლებიან.