მნიშვნელოვანი სიახლეები
ესპანეთმა „მანჩესტერ იუნაითედის“ მწვრთნელ მაურინიოს გადასახადების დამალვა წაუყენა ბრალად

ესპანეთმა „მანჩესტერ იუნაითედის“ მწვრთნელ მაურინიოს გადასახადების დამალვა წაუყენა ბრალად

ესპანეთის პროკურატურამ ჟოზე მაურინიოს მადრიდის „რეალის“ მწვრთნელად მუშაობის პერიოდში გადასახადების გადაუხდელობა წაუყენა ბრალად.

უწყება სარჩელში ამტკიცებს, რომ მაურინიოს, რომელიც ახლა კლუბ „მანჩესტერ იუნაითედში“ მუშაობს, 2011-2012 წლებში 3,6 მილიონი დოლარის გადასახადები არ გადაუხდია. მაურინიო ბრალდებაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

პროკურორების განცხადებით  მწვრთნელს რეკლამაში საკუთარი გამოსახულების დაბეჭდვიდან მიღებული გადასახადების დეკლალირება არ მოუხდენია და ამით „უკანონო მოგება“ ნახა.

ერთი კვირის წინ ესპანეთის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა, რომელშიც „რეალ მადრიდის“ მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუს ანალოგიური ბრალი დასდო.

2016 წლის ბოლოს  პრესამ ბრალი დასდო მაურინიოს, რონალდუს და სხვა ევროპული  კლუბების ფეხბურთელებს მასში, რომ მათ  მილიონობით დოლარები ოფშორულ ზონებში გადაჰქონდათ და ამით გადასახადებს თავს არიდებდნენ.

მაისის ბოლოს ესპანეთის სასამართლომ არგენტინელ ლიონელ მესის ანალოგიური დაშაულიდს გამო გასულ წელს მისჯილი სასჯელი - 21 თვიანი პარიმრობა დაუმტკიცა.