მნიშვნელოვანი სიახლეები
ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველი 7 მატჩი გაიმართა (+ვიდეო)

ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველი 7 მატჩი გაიმართა (+ვიდეო)

სამშაბათს ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველი მატჩები გაიმართა „პსჟ“-მ „არსენალთან“ ფრე 1-1 ითამაშა.

„ბაზელი ასეთივე ანგარიშით დაზავდა  ბულგარულ „ლიდოგორეცთან“.

შემდეგ ტურში (28 სექტემბერს) Aჯგუფში ბულგარელები პარიზელებს შეხვდებიან, ხოლო შვეიცარიელები ინგლისელ კანონირებს ეთამაშებიან.

 B ჯგუფში ლისაბონის „ბენფიკამ“ ფრედ 1-1 ითამაშა თურქულ „ბეშიქთაშთან“.

კიევის „დინამომ“ 1-2-ზე წააგო შეხვედრა ნეაპოლის გუნდთან. ამასთან ორივე გოლი კიეველებს პოლონელმა არკადიუშ მილიკმა გაუტანა.

 შემდეგ რაუნდში კიეველები სტუმრად თურქებს ეთამაშებიან, ხოლო იტალიელები ნეაპოლში „ბენფიკას“ მიიღებენ.

С ჯგუფში „ბარსელონამ“ სელტიკი 7-0-ზე გაანადგურა.

 ჯგუფის მეორე მატში („მანჩესტერ-სითი“ და მიოხენგლადბახის „ბორუსია“)  ცუდი ამინდის გამო გადაიდო.

 შემდეგ ტურში გერმანელები კატალონიელებს შეხვდებიან, ხოლო გალიელები მეზობლ „მანჩესტერ-სითის“.

და ბოლოს D ჯგუფის მატჩებში როსტოვმა  მიუნხენის „ბავარიასთან“ ხუთი მშრალი გოლი გაუშვა. ჰოლანდიურმა პსვ-მ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ სახლში 0-1-ზე წააგო.

შემდეგ რაუნდში ესპანელები ბავარიელებს მიიღებენ, ხოლო რუსები ჰოლანდიაში პსვ-ს შეხვდებიან.