მნიშვნელოვანი სიახლეები
ფეხბურთის ისტორიაში ფეხბურთელმა პირველად მწვანე ბარათი მიიღო (+ვიდეო)

ფეხბურთის ისტორიაში ფეხბურთელმა პირველად მწვანე ბარათი მიიღო (+ვიდეო)

იტალიის სერია B-ს მატჩისას „ვირტუს ენტელასა“ და „ვიჩენცას“ შორის მოთამაშემ ფეხბურთის ისტორიაში პირველი მწვანე ბარათი მიიღო.

ისინი ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე შემოიღეს, მაგრამ აქამდე არ გამოუყენებიათ.

 როგორც იტყობინებიან, მწვანე ბარათი „ვიჩენცას“ ფეხბურთელმა კრისტიან გალანომ მატჩის 59-ე წუთზე მიიღო. მსაჯმა კუთხური დანიშნა „ვიჩენცა“ სასარგებლოდ. მაგრამ გალანომ მსაჯთან აღიარა, რომ ბურთი უკანასკნელად მას შეეხო.

მწვანე ბარათები მოთამაშეებს fair play-სათვის (პატიოსანი თამაში) ეძლევათ.

უკანასკნელ წლებში ფეხბურთში დამატებითი ბარათების შემოღება არაერთხელ განიხილეს. მაგალითად სურდათ ცისფერი ბარათების შემოღება მოედანზე გინებისათვის (ორი ცისფერი =ერთ ყვითელს). ანდა თეთრი ბარათები, რომელიც მოთამაშეს გარკვეული დროით (10 წუთით) აგდებდა მოედნიდან.