მნიშვნელოვანი სიახლეები
ფიფას ვერსიით კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია (+ვიდეო)

ფიფას ვერსიით კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია (+ვიდეო)

მადრიდის რეალის და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ფიფას მიერ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა აღიარებული.

ამის შესახებ ციურიჰში ყოველწლიურ ცერემონიალზე განაცხადეს. კენჭისყრაში  რონალდუმ თავის ძველ მეტოქეს, „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ფეხბურტელ ლაიონელ მესის აჯობა.

 პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თავის კარიერაში მეხუთეთ მოიპოვა „ოქროს ბურთის“ პრიზი და ამ მაჩვენებლით მესის გაუთანაბრდა.

 წლის მწვრთნელის ტიტული ამჯერად იტალიელ სპეციალისტს კლაუდიო რანიერის ერგო, რომელმაც აუტსაიდერ „ლესტერ-სიტის“ ინგლისის პრემიერ-ლიგაში გაამარჯვებინა.