მნიშვნელოვანი სიახლეები
ფიფას ხელმძღვანელი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონათის თილისმის არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს

ფიფას ხელმძღვანელი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონათის თილისმის არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თილისმის არჩევის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად რუსეთში არ ჩავა. ამ განცხადებას ორგანიზაციის პრეს-სამსახურის  ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ჩემპიონატის თილისმის არჩევის დღეს ინფანტინო იორდანიას ეწვევა და 17 წლამდე ასაკის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწრება. ამ მატჩში ერთმანეთს ჩრდილო კორეის და იაპონიის ნაკრები გუნდები შეხვდებიან.

თილისმის არჩევის ცერემონიალი პარასკევს 21 ოქტომბერს გაიმართება. თილისმის წოდებაზე პრეტენზიას  მგელზე,  კატაზე  და ვეფხვზე  აცხადებენ.

2015 წელს ფიფაში ამტყდარი კორუფციული სკანდალის შემდეგ, რასაც მისი პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის გადადგომა მოჰყვა, მსოფლიო პრესაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის შეცვლას განიხილავდნენ. მაგრამ საბოლო ოჯამში რუსეთმა ეს წოდება შეინარჩუნა.