მნიშვნელოვანი სიახლეები
„ლიონმა“ და „ლილმა“ ქალების გამო იკამათეს

„ლიონმა“ და „ლილმა“ ქალების გამო იკამათეს

ფრანგული საფეხბურთო კლუბების „ლიონის“ და „ლილის“ გულშემატკივრებს ქალების გამო კამათი მოუვიდათ. გუნდებს შორის მატჩის დროს ლიონის ფანატებმა თავიანთ ტრიბუნაზე პროვოკაციული ბანერი გამოკიდეს: მასზე ქალის გამოსახულებას მიწერილი ჰქონდა „სამზარეულო“, ხოლო კაცის გამოსახულებას „სტადიონი“.

ამაზე „ლილის“ გულშემატკივრები აღშფოთდნენ და საპასუხოდ თავიანთი გუნდის შემდგომ მატჩზე „ლორიანთან“ გადაწყვიტეს ქალები სტადიონზე უფასოდ შეუშვან.