მნიშვნელოვანი სიახლეები
რაიან ლოჰტზე სპონსორები უარს ამბობენ (+ვიდეო)

რაიან ლოჰტზე სპონსორები უარს ამბობენ (+ვიდეო)

ამერიკელ მოცურავე რაიან ლოჰტს თავისი უშნო ხუმრობა სულ უფრო ძვირი უჯდება. საცურაო კოსტუმების მწარმოებელმა კომპანია Speedo-მ განაცხადა, რომ ლოჰტთან კონტრაქტს წყვეტს. „ჩვენ არ შეგვიძლია გავამართლოთ მისი საქციელი, რომელიც ყოველგვარ ფასეულობებს ეწინააღმდეგება და რომლისათვისაც ჩვენი მარკა ყოველთვის იბრძოდა“, - ნათქვამია ოფიციალურ კომუნიკეში.

შემდგომ მოცურავესთან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ კომპანია Ralph Lauren-მაც  განაცხადა.

ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლოჰტი და ამერიკის ნაკრების კიდევ სამი მოცურავე აცხადებდნენ, რომ რიოს ოლიმპიადის დროს გაძარცვეს. რამდენიმე დრის შემდეგ მათ აღიარეს რომ იცრუეს და ბოდიშიც მოიხადეს.