მნიშვნელოვანი სიახლეები
საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი პარაოლიმპიადაზე რუსეთის დროშით გამოწვეულ ინციდენტს გამოიკვლევს

საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი პარაოლიმპიადაზე რუსეთის დროშით გამოწვეულ ინციდენტს გამოიკვლევს

საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი  აპირებს ბელორუსის დელეგაციის მიმართ კვლევა ჩაატაროს. მისი ერთ-ერთი წევრი პარაოლიმპიადის გახსნაზე რუსეთის დროშით გამოვიდა.

მამაკაცმა სტადიონზე რამდენიმე ათეული მეტრის გავლა მოახერხა, შემდეგ მას დროშა ჩამოართვეს.

საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ გაარკვევს  წესრიგის დამრღვევის პიროვნებას და მიიღებს დისციპლინარულ ღონისძიებას.

 რუსეთის პარაოლიმპიელებს უფლება არ მისცეს პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიეღოთ. მიზეზი ქვეყანაში დოპინგის მიღებაზე სახელმწიფო მხარდაჭერაა.

 პასუხად ბელორუსის დელეგაციის სპორტსმენებმა პირობა დადეს რუსეთის დროშა გამოეტანათ გახსნის ცერემონიალზე. საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტმა პირდაპირ აუკრძალა ბელორუსებს ამის გაკეთება, ვინაიდან ეს  პოლიტიკური ჟესტი იქნებოდა.

პარაოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში  7-18 სექტემბერს გაიმართება.