მნიშვნელოვანი სიახლეები
საფეხბურთო კლუბი „ბარსა“: რა თუკი „დიახ“? (+ვიდეო)

საფეხბურთო კლუბი „ბარსა“: რა თუკი „დიახ“? (+ვიდეო)

„ბარსელონას“ არც ერთი მატჩი ტრიბუნებზე ესტელადის და კატალონიის დამოუკიდებლობის პლაკატების გარეშე არ ტარდება. დევიზს „ბარსა - უფრო მეტია ვიდრე კლუბი“ მხოლოდ ქომაგები არ ამართლებენ.

მაგრამ რეფერენდუმის ფონზე  ოფიციალური პირები და ცნობილი ფეხბურთელები სულ უფრო ხშირად გამოდიან მკვეთრი განცხადებებით.

 რა მოუვა „ბარსას“ თუკი კატალონია დამოუკიდებელი გახდება? - ეს კითხვა აღელვებს როგორც მთელი მსოფლიოს ფეხბურთის ქომაგებს, ისე  კლუბის მეტოქეებსაც.

კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში მოვლენების განვითარების ორი გზა არსებობს. ან „ბარსა“ კატალონიურ ლიგაში გადავა, ანდა ესპანეთის ლა ლიგაში დარჩება. მაგრამ ამ უკანასკნელ შემთხვევაში მათ ესპანელ კანონმდებლებთან მოლაპარაკება მოუწევთ.