მნიშვნელოვანი სიახლეები
სამუელ ეტოოს 10 წელი ციხე ემუქრება (+ვიდეო)

სამუელ ეტოოს 10 წელი ციხე ემუქრება (+ვიდეო)

ნეიმარისა და მესის შემდეგ პროკურატურა „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელს სამუელ ეტოოს მიადგა. კამერუნელი ფეხბურთელი ახლა თურქეთში თამაშობს.

ეტოოს გადასახადებისგან თავის არიდებაში ედება ბრალი. მას 10 წელი ციხე და 14 მილიონი ევრო ჯარიმა ელოდება.

გამოძიების მონაცემებით კამერუნელმა 2006-2009 წლებში საგადასახადო უწყებას სამნახევარი მილიონი ევრო დააკლო .

ეს თანხა მას ფირმა Puma-სთან გაფორმებული  პერსონალური კონტრაქტიდან უნდა გადაეხადა, მაგრამ მან თავისი სახელის გამოყენების უფლება ორ უცხოურ ფიქტიურ კომპანიას  გადასცა და ამის დახმარებით ესპანეთის ხაზინას ოთხი წელი ატყუებდა. აქედან მკაცრი განაჩენი - წელიწად ნახევარი პირველი დანაშაულის ჩადენისათვის  და სამი წელი ყოველი შემდგომი წლისათვის.