მნიშვნელოვანი სიახლეები
„სატონ იუნაიტედი“ ინგლისის თასის გათამაშებიდან გამოვარდა  და მსუქანი მეკარეც დაკარგა (+ვიდეო)

„სატონ იუნაიტედი“ ინგლისის თასის გათამაშებიდან გამოვარდა და მსუქანი მეკარეც დაკარგა (+ვიდეო)

„სატონ იუნაიტედის“ იმედები ინგლისის თასი მეოთხედფინალში მოხვედრაზე „არსენალმა“ გააცამტვერა. ჯერ იყო და პირველი ტაიმის 26 წუთზე ესპანელმა ლუკას პერესმა სწრაფი კონტრშეტევა დააგვირგვინა. ხოლო მეორე ტაიმში თეო უოლკოტმა ანგარიში ორამდე გაზარდა.

მაგრამ „სატონ იუნაიტედის“ პრობლემები ამით არ დასრულებულა - მათი მესამე მეკარე უეინ შოუ ფინალურ სასტვენამდე სენდვიჩს მიასკდა. არადა ბუკმეკერებს ფსონები ჰქონდათ მიღებული მის ამგვარ ქცევაზე. ასე რომ  45 წლის შოუს მიმართ სპეციალური გამოძიება  ჩატარდება. ამის გამო „სატონ იუნაიტედმა“ 45 წლის მეკარეს მოსთხოვა ვადაზე ადრე დაეტოვებინა გუნდი და იგი იძულებული გახდა დათანხმებულიყო.

 ფსონები იმის თაობაზე, რომ 120 კილოგრამის წონის მეკარე მატჩის დროს თავს ვერ შეიკავებდა და სენდვიჩს დააგემოვნებდა, რვა ერთზე იყო. ამასთან როგორც იუწყებიან თავად მეკარემაც იცოდა ამის შესახებ.