მნიშვნელოვანი სიახლეები
სპორტში დოპინგის გამოყენების პირველი შემთხვევა

სპორტში დოპინგის გამოყენების პირველი შემთხვევა

სპორტსმენებს, რომელნიც თანახმანი არიან გაიმარჯვონ რადაც არ უნდა დაუჯდეთ და მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს (WADA) შორის დიდი ხანია "შეიარაღების რბოლა" აქვთ - ერთ პრეპარატებს სხვები ცვლიან და მათი აღმოჩენის მეთოდებიც უფრო სრულყოფილი ხდება.

 თუკი დოპინგის ისტორიული ფესვების ძიებას დავიწყებთ, მაშინ ძალიან შორს მოგვიწევს წასვლა. არაა გამორიცხული, რომ დოპინგი ისეთივე ასაკიანი აღმოჩნდეს, როგორიც თავად სპორტია. უძველეს დროში სპორტსმენებს სჯეროდათ "სასწაულმოქმედი ელექსირების", რომლებსაც სოკოებისგან და ბალახებისგან ამზადებდნენ. დროთა განმავლობაში ვნებათაღელვა სპორტული ღონისძიებების გარშემო იზრდებოდა, ხოლო "ელექსირები" სულ უფრო "სასწაულმოქმედები" ხდებოდნენ...

 დოპინგის გამოყენების ერთ-ერთი პირველი ხმაურიანი შემთხვევა  ოლიმპიური თამაშების ისტორიაში  1904 წელს მოხდა. ამ ოლიმპიადაზე ბრიტანული წარმოშობის ამერიკელმა მარათონელმა თომას ჰიკსმა გაიმარჯვა, მაგრამ ეს გამარჯვება კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

დავიწყოთ იქიდან, რომ ჰიკსი ფინიშთან მეორე მივიდა, მაგრამ გაირკვა, რომ  გამარჯვებულს დისტანციის ნაწილი ავტომობილით გაუვლია და ამიტომ გამარჯვება ჰიკს არგუნეს. როგორც აღმოჩნდა არც ჰიკსი ყოფილა მთლად მართალი სპორტულ სამყაროსთან. ფინიშამდე შვიდი მილით ადრე ჰიკს გული წაუვიდა. მისი მწვრთნელი  იძულებული გახდა მარათონელის გონზე მოსაყვანად მისთვის სტრიქნინის სულფატის ინექცია გაეკეთებინა, რასაც ზედ ფრანგული კონიაკის დიდი ულუფა დაუმატა. ჯოჯოხეთის ნარევმა სპორტსმენი აზრზე მოიყვანა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა: ფინიშამდე ოთხი მილით ადრე იგი ისევ დაეცა. მწვრთნელმა "მკურნალობა" ისევ გაიმეორა და ჰიკსმა სირბილის მსგავსი კონვულსიებით გადაკვეთა ფინიშის ხაზი. გამარჯვებული მაშინათვე საავადმყოფოში გააქანეს.

 სტრიქნინა ზურგის ტვინის სინაპსებში მთელი რიგი ნეირომედიატორების დამამუხრუჭებელ მოქმედებას ხსნის. შესაბამისად ჩქარდება ნერვული აღგზნებადობა. მცირე დოზებში იგი ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას იწვევს და მატონიზირებელ მოქმედებას ახდენს ჩოჩხის მუსკულატურასა და გულის კუნთზე. მაგრამ უკვე წონის 1 კილოგრამზე 1 მილიგრამის დოზა სასიკვდილოა: ნეირონების მუდმივი აღგზნება, რომელიც კუნთოვან ქსოვილებს გადაეცემათკრუნჩხვებს იწვევს, რასაც სულის ხუთვა და გულის გაჩერება მოჰყვება.