მნიშვნელოვანი სიახლეები
US Open-ის ფინალში სტენ ვავრინკა და ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდნენ

US Open-ის ფინალში სტენ ვავრინკა და ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდნენ

ჩოგბურთში აშშ-ს ღია ჩემპიონატის (US Open) ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან შვეიცარიელი ჩოგბურთელი სტანისლას ვავრინკა და მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

½  ფინალში ვავრინკამ იაპონელი კეია ნისიკორი ანგარიშით 4:6, 7:5, 6:4, 6:2 დაამარცხა და კარიერაში პირველად გავიდა US Open-ის ფინალში.

 US Open-ის მოქმედმა ჩემპიონმა ჯოკოვიჩმა ოთხ სეტში ფრანგი გაელია მონფისა დაამარცხა -  6:3, 6:2, 3:6, 6:2.

ჩოგბურთში  აშშ-ს ღია ჩემპიონატის ქალთა ფინალში გავიდნენ კაროლინა პლიშკოვა ჩეხეთიდან და გერმანელი ანჟელიკა კერბერი.

ერთი დღით ადრე, პლიშკოვამ ნახევარფინალში ამერიკელი სერენა უილიამსი დაამარცხა, რის გამოც მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტიტული კერბერს ერგო.