მნიშვნელოვანი სიახლეები
"ყარაბაღი" ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს

"ყარაბაღი" ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს

აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი"ყარაბაღი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან პირველად გავიდა. "სტემფორდ ბრიჯის" სტადიონზე ინგლისის ჩემპიონ "ჩელსის" შეხვდება.

ბრიტანელთა აზრით "ჩელსი" სახლში გამოუცდელ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხებს. ამის მიუხედავად ექსპერტებს სჯერად, რომ აზერბაიჯანული გუნდი საუკეთესო შედეგის მიღებას შეეცდება. "ყარაბაღის" ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა სეზონის სენსაციაა. კლუბისათვის ეს ისტორიული მიღწევაა.. "ყარაბაში" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2014 წლიდან მონაწილეობს, მაგრამ ფლეი-ოფსი პირველად მოხვდა.

 "ყარაბაღი" აზერბაიჯანის მთავარი საფეხბურთო კლუბია, ქვეყნის ჩემპიონი. იგი 1951 წელს დაარსდა და თავიდან "მეხსული" ("მოსავალი") ერქვა. შემდგომში იგი არაერთხელ იცვლიდა სახელს. კლუბი ოფიციალურად ქალაქ აგდამს წარმოადგენს, რომელიც აზერბაიჯანული სახელმწიფო -ადმინისტრაციული დაყოფით ყარაბაღის შემადგენლობაში შედის.  სადღეისოდ კლუბი ბაქოში ბაზირებს.

2008 წლიდან კლუბს გურბან გურბანოვი წვრთნის, რომელიც თავადაც ამ კლუბში თამაშობდა და ბომბარდირი იყო. მას "კლუბის მიღწევის მთავარ შემოქმედს" ეძახიან.